Sabitlenmiş Tweet

საქართველომ 12 წლიანი იმედგაცრუებისა და 3-ჯერ გაცემული ერთიდაიგივე დაპირების შეუსრულებლობის მიუხედავად, მაინც ოცნება აირჩია და დღეს პარლამენტში გვყავს ორი პარტიის სიმბიოზი; "ნაცნება".
ჩვენ ვაფრთხილებდით ქართველ მოსახლეობას და ვცდილობდით, რომ ხმა მიგვეწვდინა მათთვის, მაგრამ ოცნების მხრიდან უწყვეტმა დევნამ უკანონო გზებით და ბინძური თამაშის წესებით, რაც გამოიხატებოდა პარტიის ორჯერ გაუქმებით, ტელევიზიის სილქნეტზე დაბლოკვით, 200-ათასიანი ჯარიმით და საბანკო ანგარიშების დაბლოკვით, შეძლო ის, რომ მხოლოდ 50 ათასი ადამიანისთვის მოვახერხეთ ხმის მიწვდენა.. სამწუხაროა ეს შედეგები, და ისიც, რაც შეიძლება პარლამენტში არსებულმა სიმბიოზმა ქვეყანას დამართოს.
დღეს საქართველოს ბედს წყვეტს ის 1.2 მილიონი ქართველი, ვინც ხმა მისცა ოცნებას და შესაბამისად, საქართველოს დაცვა სამოქალაქო ომისგან, რაც შეიძლება თბილისურ მაიდანს მოყვეს, ეკისრება ოცნების მხარდამჭერებს. ასეთია ხალხის ნება და გამოჩნდება თუ რამდენად ბრძენია სინამდვილეში ქართველი კაცი, და რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება...
მიუხედავად იმისა, რომ უმცირესობაში ვართ, მე მიხარია და ვამაყობ! რომ ვარ ამ 50-ათას კაცთაგანი!

KA




































